ქაღალდი
ცისფერი ლაქიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპვ (1798), იანვრის პირველი.
1. სარქარი - (სპარს.) უფროსი, ზედამხედველი; ხაზინა
2. თოფხანა - 1. დაწესებულება, სადაც თოფ-იარაღი ინახებოდა, საცავი; 2. თოფ-იარაღისა და ზარბაზნების დასამზადებელი ქარხანა; არტილერიის სახლი,. არსენალი.
3. ლაშქარნივისი — სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში. თანამდებობა შემოიღო ერეკლე II-მ XVIII საუკუნის II ნახევარში. ლაშქარნივისს ევალებოდა დაქირავებული ჯარისკაცების, მათი უფროსებისა დამორიგე ლაშქრის მეთაურების აღრიცხვა, მათი მომარაგება დაჯამაგირის გაცემა. ლაშქარნივისის სახელო ადგილების მიხედვით იყო გათვალისწინებული. ძეგლებში მოხსენიებულია „ქალაქისა დასომხით-საბარათაშვილოს ლაშქარნივისობა“, „საქართველოში მყოფ თათართა ლაშქარნივისობა“ დასხვა. სულ ქართლ-კახეთის სამეფოში 6 ლაშქარნივისი იყო.
4. მუშრიბი (არაბ. კომენტარი) - მწერალი, მოანგარიშე, ზედამხედველი მოხელე, რომელიც აწარმოებდა, როგორც სამეფო კარის, ასევე დიდმოხელეების მიმოწერას და შემოსავლების ანგარიშს.
5. ყულუღჩი/ყულუხჩი - ხელზე მომსახურე, მოსამსახურე.