ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ნუსხა გორის ბურნუთის იჯარისა

საუკუნე
XVIII
წელი
1798 წ. 20 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1705
მასალა

ცისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
327X215
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპვ (1798), აპრილის კ (20).

ხელრთვა
შენიშვნა

1. თოფხანა - 1. დაწესებულება, სადაც თოფ-იარაღი ინახებოდა, საცავი; 2. თოფ-იარაღისა და ზარბაზნების დასამზადებელი ქარხანა; არტილერიის სახლი,. არსენალი.

2. ყულუღჩი/ყულუხჩი - ხელზე მომსახურე, მოსამსახურე.

3. იჯარადარი (არაბ/სპარ.) - პირი, რომელიც იჯარით იღებდა ქონებას. 

4. ლაშქარნივისი — სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში. თანამდებობა შემოიღო ერეკლე II-მ XVIII საუკუნის II ნახევარში. ლაშქარნივისს ევალებოდა დაქირავებული ჯარისკაცების, მათი უფროსებისა დამორიგე ლაშქრის მეთაურების აღრიცხვა, მათი მომარაგება დაჯამაგირის გაცემა. ლაშქარნივისის სახელო ადგილების მიხედვით იყო გათვალისწინებული. ძეგლებში მოხსენიებულია „ქალაქისა დასომხით-საბარათაშვილოს ლაშქარნივისობა“, „საქართველოში მყოფ თათართა ლაშქარნივისობა“ დასხვა. სულ ქართლ-კახეთის სამეფოში 6 ლაშქარნივისი იყო.

5. სარქარი - (სპარს.) უფროსი, ზედამხედველი;  ხაზინა.