ქაღალდი
მწვანე ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უპგ (1795), თიბათვის კგ (23).
იესე ავალიშვილი, სუფრაჯი ქაიხოსრო ავალისშვილი, ქეშიკჩიბაში იოანე აბაშიძე, ლაშქარნავისი ომან ხერხეულიძე, იასაული ჯამასპი ხერხეულიძე.
1. ახლავს შვიდი ბეჭედი.
2. მინაწერი რუსულ ენაზე.
3. ავტოგრაფი.
4. ყორიასაულბაში (თურქ.) - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის") საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.
5. სუფრაჯი/სუფრაჩი (თურქ.) - სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც.
6. ლაშქარნივისი — სამეურნეო დარგისმოხელე გვიანდელიფეოდალური საქართველოს სამხედროუწყებაში. თანამდებობა შემოიღო ერეკლე II-მ XVIII საუკუნის II ნახევარში. ლაშქარნივისს ევალებოდადაქირავებული ჯარისკაცების, მათი უფროსებისა და მორიგე ლაშქრისმეთაურების აღრიცხვა, მათი მომარაგება და ჯამაგირის გაცემა.
7. ქეშიკჩიბაში (სპარს.) - სამეფო კარის მცველთა უფროსი.