ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა დარბაზბატონ არაგვის მოურავ ქაიხოსროსადმი, ზაალ ტერისშვილისთვის ნაწყალობევი ყმა-მამულის ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1768 წ. 13 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 19/39, 43v-44r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნვ (1768),  თიბათვის იგ (ივნისის 13)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1814  წ. 9 დეკემბერს, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატიონი.

2. მინაწერები: ,,ასლითგან თანასწორად არს ჩაწერილი, სოვეტნიკი თეიმურაზ ბაგრატოვანი".

3. ,,ასლი სიგელი მივიღე ივანე ტერიევი; რადგან ამან წერა არ იცოდა ხელს ვაწერ გიორგი მეზვრისშვილი".

4. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად. უმეტესად შედგებოდახუთი წევრისაგან: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი.

5. დარბაზბატონი - დიდმოხელე, მეფის სათათბიროს წევრი, რომელიც ზოგჯერ ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას.

6. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.