ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება მეფე იესესი ქვემო ბოლნისის მამასახლისებისა და ხასადარებისადმი, [მებატონე] ბიძინას ყმებს შორის სადავო ტყის გარიგების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1714-1716 წწ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1293
მასალა

ქაღალდი მოყავისფერო, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
100X147
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით; V-ზე მარცხენა კიდის მცირე ნაწილზე დაკრული აქვს ცისფერი ქაღალდი.

მითითებული თარიღი

1714-1716 წწ.

დამტკიცება

მეფე იესე

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა. 

2. ხასანდარი/ხასადარი (სპარ.)  სამეფო სახნავი და სავენახე მამულების ზედამხედველი, რომელიც ანაწილებდა დასამუშავებელ მიწებზე გლეხებს, კრეფდა სამეფო მამულების გადასახადებს და აწარმოებდა ანგარიშს სახასო მიწების შემოსავლების. მათი მოვალეობა იყო სამეფო მიწების ბეგარით დამუშავების კონტროლი და მხოლოდ პურის შემოსავლის ანგარიში. ხასადარი ადგილობრივი მოხელეა. მას გარდა სამეურნეოსი ადგილობრივი ადმინისტრაციული უფლებებიც ჰქონდა, როგორც მეფის წარმომადგენელს ადგილობრივ მოხელეს. ხასადარის სახელო მემკვიდრეობითი იყო და იღებდა სამეფო შემოსავლიდან.

3. ქეთხუდი/ქეთხუდა (სპარს.) - 1. პირველი მოქალაქე; პირველი ხარისხის ვაჭარი; 2. სოფლის მამასახლისი; პატივცემული პირი.

რეგისტრირებულია რუსული მმართველობის მიერ 1822 წ.