ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი ფერით.
სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, მცირე დაზიანებებით; რესტავრირებული.
ქორონიკონსა ტოა (1683), იანვრისგ (3)
ბეჟან ჩხეიძე, ზურაბ სოლოღაშვილი, ნაზირი თაყა, პაპუა ზავრაშვილი, მეჩონგურე შალვა, მეჯინიბე არაქელა, თუშმალი ზურაბი, ალავერდა იაგულაშვილი.
1. თუშმალი - სამეფო სამზარეულოს მოხელე, მზარეულების უფროსი. ,,სურსათის მიმცემი მოხელე. მოხელე, რომელიც აგემოვნებს საჭმელს და შემდეგ მიართმევს მეფეს“. მზარეულთუხუცესი. იგი ამარაგებს სამზარეულოს პროდუქტებით და თვალყურს ადევნებს მათ წესის მიხედვით დახარჯვაზე, ოთხი თუშმალი ემსახურებოდა მეჯლისს. ისინი აკონტროლებდნენ სამზარეულოში მომუშავე მზარეულებს, წყლის მზიდავებს, მეშეშეებს, მეთეფშეებს და სხვა.
2. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს.სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.
3. მეჯინიბე — მეჯინიბეთუხუცესის ხელქვეითი მოხელე ძველ საქართველოში. მეჯინიბეებს საჯინიბოში მუშაობა და ცხენების მოვლა ევალებოდათ. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით ცხენები ხარისხებად დაყოფილი მიებარებოდა მეჯინიბეებს (მაგ., გამორჩეული, „უკეთესი ცხენი ორს მეჯინიბეს სამი... დააჩემონ“); თუ ცხენი „ავად დაყურები“ იქნებოდა, მეჯინიბე „ჯარიმით და ცემით“ დაისჯებოდა.