ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია დაზიანებული სახით, რესტავრირებული.
[1750-1800]
ქაიხოსრო ჩოლოყასშვილი, სახლთუხუცესი ესიტა, ესტატე ქართველი შერმაზანასშვილი, ხასანდარი ოტია მათიასშვილი.
1. ახლავს ერთი ბეჭედი.
2. ხასანდარი/ხასადარი (სპარ.) სამეფო სახნავი და სავენახე მამულების ზედამხედველი, რომელიც ანაწილებდა დასამუშავებელ მიწებზე გლეხებს, კრეფდა სამეფო მამულების გადასახადებს და აწარმოებდა ანგარიშს სახასო მიწების შემოსავლებს. მათი მოვალეობა იყო სამეფო მიწების ბეგარით დამუშავების კონტროლი და მხოლოდ პურის შემოსავლის ანგარიში. ხასადარი ადგილობრივი მოხელეა. მას გარდა სამეურნეოსი ადგილობრივი ადმინისტრაციული უფლებებიც ჰქონდა, როგორც მეფის წარმომადგენელს ადგილობრივ მოხელეს. ხასადარის სახელო მემკვიდრეობითი იყო და იღებდა სამეფო შემოსავლიდან.
3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.