ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

გარიგების წიგნი ქვემო ბოლნისის მოხელეების: მამასახლის ბახუტას და ხასანდარ ტარიელისა აბოშვილების, ბეგაშვილების და პულიაშვილების მიწების გამიჯვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1724 წ. 20 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1290
მასალა

ქაღალდი მონაცრისფერი ღია ყავისფერი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
202X122
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უიბ (1724), აპრილის კ (20).

დამტკიცება

მამასახლისი ბახუტა, რუსი სულხანა, ჭილაშვილი, აბდარი იასე. 

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ხასანდარი/ხასადარი (სპარ.)  სამეფო სახნავი და სავენახე მამულების ზედამხედველი, რომელიც ანაწილებდა დასამუშავებელ მიწებზე გლეხებს, კრეფდა სამეფო მამულების გადასახადებს და აწარმოებდა ანგარიშს სახასო მიწების შემოსავლებს. მათი მოვალეობა იყო სამეფო მიწების ბეგარით დამუშავების კონტროლი და მხოლოდ პურის შემოსავლის ანგარიში. ხასადარი ადგილობრივი მოხელეა. მას გარდა სამეურნეოსი ადგილობრივი ადმინისტრაციული უფლებებიც ჰქონდა, როგორც მეფის წარმომადგენელს ადგილობრივ მოხელეს. ხასადარის სახელო მემკვიდრეობითი იყო და იღებდა სამეფო შემოსავლიდან.

2. აბდარი - წყლის მზიდველი; მეფის წყლის მნე; დასალევი წყლის მეთვალთალე; ,,წყალთმნე“; მეფის დასალევი წყლის მცველი; უმიკაშვილი - ,,აბდარი წყლის მზიდველთა და ბანაკის უწმინდურებათა გამწმენდების უფროსი“. სულ რვა აბდარი იყო, მათი უფროსი აბდარბაში. მეჯლისის დროს სტუმრებს ხელს აბანინებდნენ. დედოფალსაც ჰყავდა თავისი აბდრები.

3. ქეთხუდი/ქეთხუდა (სპარს.) - პირველი მოქალაქე; პირველი ხარისხის ვაჭარი; სოფლის მამასახლისი; პატივცემული პირი.