ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

დუშეთში მოპარული ნივთების ნუსხა

საუკუნე
XVIII
წელი
[1750-1800]
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1680
მასალა

მოცისფრო ფერის ლაქიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
217X161
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით.

ხელრთვა
შენიშვნა

1. ყალამქარი/ყალანქარი - ლამაზი უზორებით დაჩითული აბრეშუმის მატერია, რომელსაც უფრო საბნის პირისთვის ხმარობდნენ.

2. დიბა - ფარჩა ოქრომკედით ნაქსოვი.

3. კალამი - პუნქტი, მუხლი ანგარიშის, ნუსხის, აღწერის (სამის კალმის მომატებული ჯამი).

4. მოვი - აბრეშუმის ქსოვილი; მოლურჯო მხიარული ფერი.

5. ალთმიშლუღი - საფასეს რაოდენობა თურქული  - უდრის 18 შაურს.

6. ტოლუღი - (თურქ.) საზომი ერთეული უდრის ექვს ენდაზეს (1 ენდაზე = 60 სანტ.) ე. ი. ტოლუღი = 360 სმ.-ს.

7.ზარბაბი - ფარჩა მოსირმული ოქროთი (ზარბაბის ბალიში).

8. ზარის ფარჩა/„ზარიანი ფარჩა“ (იგივე დიბა) არის ძვირფასი, მბზინავი ქსოვილი, რომელიც ოქროს ან ვერცხლის ძაფებითაა ნაქსოვი. სულხან-საბაორბელიანის ლექსიკონისა და ისტორიული წყაროების მიხედვით, სიტყვა „ზარი“ სპარსული წარმოშობისაა და ოქროს ნიშნავს, შესაბამისად, ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი, რომელშიც ოქრომკედია ჩაქსოვილი. ძველად მიგან ძირითადად მეფეების, დიდებულებისა და სასულიერო პირებისმ საზეიმო სამოსს (მაგალითად, ჯუბას ან ჩოხას) კერავდნენ.

9. ყაჯრის აბრეშუმი“(ან „ყაჯარული აბრეშუმი“) - უკავშირდება ყაჯართა დინასტიის მმართველობის პერიოდის (1789–1925 წლები) ირანს (სპარსეთს). ყაჯარულ ეპოქაში აბრეშუმის წარმოება და მისით ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი იყო. ამ პერიოდის აბრეშუმის ქსოვილები გამოირჩეოდა თავისი სპეციფიკური მახასიათებლებით.