ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

პირობის წიგნი მეფე გიორგი XI-ის, დიდმოხელეებისა და უმაღლესი სამღვდელოების პირებისა, იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსისადმი, იერუსალიმის ქართული მონასტრის დასაბრუნებლად თეთრის გადახდის შესახებ

საუკუნე
XVII
წელი
[1681 წ.]
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1283
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
120
მასალა

ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
310X721
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

[1681 წ.]

დამტკიცება

ჯვარისმამები: დანიელ პაპა, ნიკოლაოზ პაპა

ხელრთვა
გამოცემები

ნიკო ხუციშვილი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში. 2006 წ.

შენიშვნა

მინაწერი თავში: ,,წიგნი ესე მართალი და ჭეშმარიტი ჩვენგან მირთმეული".

პაპა/ბერძ/- /იგივე ჯვრისმამები/ საქართველოში იხსენიებოდა ეპისკოპოსის მიმართ როგორც პატივისცემის და სიყვარულის გამომხატველი, შემდეგში იხმარებოდა მღვდლის მნიშვნელობით, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ იერუსალიმის ყმა-მამულის მართვასთან.

ჯვარისმამა -  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, გამოგზავნილი საქართველოში იერუსალიმის ქართული ეკლესიების კუთვნილი ყმა-მამულის სამართავად. ისინი აკონტროლებდნენ საქართველოში მდებარე იერუსალიმის სამონასტრო ქონებიდან გადასახადების აკრეფას,  ნიშნავდნენ მოურავებს სოფლებში სადაც ყვრის მონასტრის მამული მდებარეობდა. თბილისში სიონის ტაძრის პირდაპირ მდებარეობდა ჯვარისმამის ეკლესია, რომელიც ,,ჯვარის მამის" ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. გარდა ეკლესიისა ჯვარის მამებს თბილისში საცხოვრებელი სახლებიც ჰქონდათ, ბოძებული ქართველი მეფეების მიერ.