ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ერეკლე II-ისა, დავით და ყულარაღას გიორგი ერისთავების ქონების საუფროსო, საჭირნახულო და საუმცროსო წილის მიხედვით განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1768 წ. 22 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/352
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
552X350; რესტავრაციის შემდეგ: 552X365
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნვ (1768),  მაისის კბ (22)

დამტკიცება

ქაიხოსრო ენდრონიკაშვილი, ფარსადან ციციშვილი, მოურავი იესე ამილახვრისშვილი, მდივნები: იესე ბარათაშვილი, სულხან ბეგთაბეგიშვილი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

1. ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.IV, 1972 წ. გვ.557-559

2. ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.59 

შენიშვნა

1. ყულარაღასი - ყულების უფროსი, რომელსაც ემორჩილებოდა როქის სპა; ირანში შაჰის გვარდიის  უფროსის ტიტული. საქართველოში როსტომ მეფის დროიდან სასახლის მომსახურე პერსონალის უფროსი; ადრინდელი მონათუხუცესი.

2. ყული - მეფის ახალგაზრდა მსახური, მეფის დარაჯი.

3. საუმცროსო - გაყრის დროს უმცროსი ძმის წილი მამისეული სახლის ჩათვლით.

4. საუფროსო - გაყრისას ქონების თანასწორად გაყოფის წინ უფროსი ძმისთვის მიკუთვნებული ქონების ნაწილი - ყოველ ოც კომლ გლეხზე ერთი საუკეთესო კომლი.

5. საჭირნახულო - ოჯახის გაყრისას, ოჯახის ყველაზე უფრო ნაამაგდარი წევრისათვის მიკუთვნებული ქონების ნაწილი - დამატებით თანასწორი წილისა; მამულის შემატებისათვის შესახვედრი წილი მოჭირნახულისა, ჯილდო მუშაობისათვის საერთო მამულის დამუშავებისა და მოვლისათვის.