ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა სახლთუხუცეს ქაიხოსროს და მდივან დავითისადმი, წინამძღვარ ათანასესთვის ნაფარეულში მცხოვრები ქვაბთახევის ღმრთისმშობლის ყმების მიბარების და სამეფო გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1746 წ. 8 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი 

ავთენტურობა
ექსცერპტი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1451, 2ბ/86, 35v
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე რამდენიმე ადგილას 

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ულდ, (1746), იანვრის 8  

დამტკიცება

გიორგი XII

ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

1. ფ.1451, 2ბ/86, გვ.35v ქვაბთახევის ღმრთისმშობლის ეკლესია.

2. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.