ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი დედოფალ დარეჯანისა ქალაქის სამღებროს იჯარადარებისადმი, სამღებროს შემოსავლის გაზრდისთვის მირიმანისთვის ხალათად თეთრის მიცემის შესახებ

საუკუნე
XIX
წელი
1800 წ. 30 იანვარი
ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1164
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
4, 24,38, 39, ჩაიწერა კ (20)
მასალა

ქაღალდი 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
102X157
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპჰ (1800), იანვრის ლ (30).

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. იჯარა – უძრავი ქონების დროებით დაქირავება რაიმე განსაზღვრული ფასით და ვადით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით;მ არენდა.

2. იჯარადარი (არაბ/სპარ.) - პირი, რომელიც იჯარითიღებდა ქონებას. 

3. სამღებრო - ლილახანა, თბილისში ძველთაგანვე გავრცელებული  სახელოსნო, XVIII საუკუნიდან უკვე მანუფაქტურის ტიპის საწარმო,  სადაც მუშაობდნენ  მღებრები  და მღებავები. ეს ტერმინები სულხან-საბა  ორბელიანს ასე აქვს განმარტებული: „მღებარი“ - საღებავის მცოდინარე ოსტატი; საღებავის ოსტატი“, ხოლო „მღებავი - ღებვის მოქმედი, ღებვის მქმნელი“, ესე იგი მღებარი საღებავს ამზადებდა,  მღებავი კი ღებავდა. თუ ქალაქში არ იყო  გამოცდილი მღებარი, სხვა ადგილიდან  მოჰყავდათ,  ასევე ცდილობდნენ კარგი ოსტატი - მღებავი დაექირავებინათ თავისი მქარგავ-შეგირდებიანად.