ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი დედოფალ დარეჯანისა ქალაქის სამღებროს იჯარადარებისადმი, სამღებროს შემოსავლის გაზრდისათვის მირიმანისა და სოლომონისთვის ხალათად თეთრის მიცემის შესახებ

საუკუნე
XIX
წელი
1800 წ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1163
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
25, 40, ჩაიწერა იჰ (18)
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
62X106
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, დაზიანებული; რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა  უპჰ (1800), თებერვლის ი (10).

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. იჯარა – უძრავი ქონების დროებით დაქირავება რაიმე განსაზღვრული ფასით და ვადით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით;მ არენდა. 

2. იჯარადარი (არაბ/სპარ.) - პირი, რომელიც იჯარითიღებდა ქონებას. 

3. სამღებრო - ლილახანა,  თბილისში ძველთაგანვე  გავრცელებული სახელოსნო,  XVIII საუკუნიდან უკვე მანუფაქტურის  ტიპის საწარმო, სადაც მუშაობდნენ მღებრები  და მღებავები. ეს ტერმინები სულხან-საბა  ორბელიანს ასე აქვს განმარტებული: „მღებარი“ - საღებავის მცოდინარე ოსტატი; საღებავის ოსტატი“, ხოლო „მღებავი - ღებვის მოქმედი, ღებვის მქმნელი“, ესე იგი მღებარი საღებავს  ამზადებდა, მღებავი კი ღებავდა. თუ ქალაქში არ იყო გამოცდილი მღებარი,  სხვა ადგილიდან  მოჰყავდათ,  ასევე ცდილობდნენ კარგი ოსტატი - მღებავი დაექირავებინათ თავისი მქარგავ-შეგირდებიანად.