ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი დედოფალ დარეჯანისა, მირიმან მირიმანაშვილის მიერ იჯარით აღებული გორის სამღებროს დახარჯული თეთრის ანგარიშის მილახვარ იოსებ ყორღანაშვილისთვის მიბერების შესახებ

საუკუნე
XIX
წელი
1800 წ2. 19 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1162
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
41; ჩაიწერა ლზ (37).
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
103X162
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით.

მდგომარეობა

მოთღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპჰ (1800), მკათათვის ით (ივლისის 19).

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

 1. სამღებრო/ლილიხანა -   თბილისში  ძველთაგანვე  გავრცელებული  სახელოსნო,  XVIII საუკუნიდან  უკვე  მანუფაქტურის  ტიპის საწარმო,  სადაც მუშაობდნენ  მღებრები და მღებავები. ეს ტერმინები სულხან-საბა ორბელიანს ასე აქვს განმარტებული: „მღებარი“ - საღებავის მცოდინარე ოსტატი; საღებავის ოსტატი“, ხოლო „მღებავი - ღებვის მოქმედი, ღებვის მქმნელი“, ესეიგი  მღებარი  საღებავს  ამზადებდა,  მღებავი კი ღებავდა.  თუ  ქალაქში  არ  იყო  გამოცდილი  მღებარი,  სხვა  ადგილიდან  მოჰყავდათ, ასევე ცდილობდნენ კარგი ოსტატი - მღებავი დაექირავებინათ თავისი მქარგავ-შეგირდებიანად. 

2. იჯარა – უძრავი ქონების დროებით დაქირავება რაიმე განსაზღვრული ფასით და ვადით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით; არენდა. 

3. იჯარადარი (არაბ/სპარ.) - პირი, რომელიც იჯარითიღებდა ქონებას. 

4. საბუთს ახლავს მინაწერი მირიმან მირიმანაშვილისა დაანგარიშებული თეთრის მილახვარ იოსებისთვის მიბარების შესახებ.