ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ვაჭრობიდან აღებული ბაჟის შეწირულების წიგნი თეიმურაზ II-ისა სვეტიცხოვლისადმი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1750 წ. 10 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/597
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მოთეთრო, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
გრაგნილი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
4
ზომები
1040X220
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულჰ (1750), მარიამობისთვის ი (აგვისტოს 10) 

დამტკიცება

 თეიმურაზ II, ერეკლე II, მუხრანბატონი კონსტანტინე, სახლთუხუცესი დიმიტრი

ხელრთვა
ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ვაჭრებს სვეტიცხოვლისთვის უნდა შეეწირათ ნავაჭრის ჩელიექი.

2. ჩელიექი (სპარს.) - იგივე ჩარექი, ლიტრის მეოთხედი; ერთი მეორმოცედი ნაწილი.

3.  ბაჟი — სახელმწიფო გადასახადის ერთ-ერთი სახეობა. სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი მოსაკრებელი

4.  ვაჭარი - კერძო სავაჭროს პატრონი, რომელიც სხვის ნაწარმოებ საქონელს ყიდის მოგების მიღების მიზნით. ადრეულ საქართველოში ვაჭრობის ცენტრი თბილისი იყო;  ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ქართლში სულ 14 მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი არსებობდა. აქედან ორი ძირითადი პუნქტი იყო თბილისი და გორი. XVII-XVIII სს-ში თბილისში  200 სავაჭრო დუქანი იყო. თბილისელი ვაჭარი იხდიდა მახტას - 5 მინალთუნი თვეში. კარგად იყო განვითარებული  საგარეო ვაჭრობა; საქონელი გაჰქონდათ ევროპისა და აზიის ქვეყნებში.