ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი დედოფალ დარეჯანისა სამღებროს იჯარადარებისადმი, მირიმან ავთანდილას შვილ მირიმანაანთისათვის ,,ხალათად" ქალაქის სამღებროს იჯარიდან თეთრის მიცემის შესახებ

საუკუნე
XIX
წელი
1800 წ. 1 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1161
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
38, 23, 41; ჩაიწრერა ით (19)
მასალა

ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
103X162
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, მცირეოდენი დაზიანებით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპჰ (1800), იანვრის ა (1).

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1.  იჯარა – უძრავი ქონების დროებით დაქირავება რაიმე განსაზღვრული ფასით და ვადით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით; არენდა. 

2. იჯარადარი (არაბ/სპარ.) - პირი, რომელიც იჯარით იღებდა ქონებას. 

3.სამღებრო -ლილახანა, თბილისში ძველთაგანვე გავრცელებული სახელოსნო, XVIII საუკუნიდან უკვე მანუფაქტურის ტიპის საწარმო, სადაც მუშაობდნენ მღებრები და მღებავები. ეს ტერმინები სულხან-საბა ორბელიანს ასე აქვს განმარტებული: „მღებარი“ - საღებავის მცოდინარე ოსტატი; საღებავის ოსტატი“, ხოლო „მღებავი  ღებვის მოქმედი, ღებვის მქმნელი“, ესე იგი მღებარი  საღებავს  ამზადებდა,  მღებავი  კი  ღებავდა.  თუ  ქალაქში  არ  იყო  გამოცდილი  მღებარი,  სხვა  ადგილიდან  მოჰყავდათ, ასევე ცდილობდნენ კარგი ოსტატი - მღებავი დაექირავებინათ თავისი მქარგავ-შეგირდებიანად.

4. ხალათი/ხალათის მიცემა - ტანისამოსის ან ფულის ჩუქება ჯილდოთ რაიმე დამსახურებისთვის; ,,ხალათი გამარჯვების“ (ხალათათ მოგცე ორი თუმანი).