ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი დედოფალ დარეჯანისა ოთარ ამილახვრისადმი, თამაზ ამირაღაშვილის სადავო დუქნის საჩივრის დედოფლის სასამართლოში გაგზავნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1788 წ. 2 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1159
მასალა

ქაღალდი ცისფერი დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
193X131
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

სამი წერტილი ერთგან.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოვ (1788), მაისის ბ (2).

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

დუქანი (არაბ.– სავაჭრო სახლი; სახელოსნო) — მცირე სავაჭრო და სახელოსნო(ზოგჯერ სასადილოც) სახლები თბილისსა და სხვა ქალაქებში XVII საუკუნიდან, როდესაც ტერმინი „დუქანი“ შეენაცვლა ქულბაქს. XVII-XVIII საუკუნეებში ქულბაქი და დუქანი სინონიმები იყო. დასავლეთ საქართველოში დუქანი XIX საუკუნიდან დამკვიდრდა, XVII-XVIII საუკუნეებში კი იმავე მნიშვნელობით იხმარებოდა „ხულა“. რადგანაც დუქანი ერთდროულად სახელოსონოც იყო და სავაჭროც, XVIII საუკუნის ბოლოს თბილისში 50 საფეიქრო ნაწარმის დუქანი ყოფილა.თბილისში დუქნები ეკუთვნოდათ მოქალაქეებს, თავადაზნაურებს და ეკლესიას. თავად-აზნაურები დუქნებს ხშირად ქირით აძლევდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ვაჭრობა-ხელოსნობას  ეწეოდნენ. დუქნები ჰქონიათ ყმებსაც, მაგრამ მათ არშეეძლოთ ბატონის ნებართვის გარეშე მისი გაყიდვა, ხოლო მათი უშვილოდგარდაცვალებისშემთხვევაშიდუქანი ბატონს რჩებოდა. დუქნებს მისი პატრონებიხშირად გირაოდ აძლევდნენ მევალეს, რომელიც მრავალი წლის მანძილზეიღებდა ამ დაგირავებული დუქნიდან შემოსავალს. სადუქნე ადგილზე დუქნის აშენებას XVII-XVIII საუკუნეებში მეფის ნებართვა სჭირდებოდა.