ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა სოლომონ ბებურისშვილისა ძალადობით წართმეული სამოსახლოს დაბრუნების შესახებ, ოქმი დედოფალ დარეჯანისა სახლთუხუცეს-ყორიასაულბაშ ლუარსაბის, გავაზის მოურავ რევაზის და გიორგი ბებურიშვილისადმი, საჩივრის მიხედვით სამოსახლო მიწის გამიჯვნის თაობაზე

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ.25 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1157
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
212X142
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია დაზიანებული სახით, დაზიანებულ დარცხენა კიდეზე აკლია ასოები და რამდენიმე სიტყვა

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოჰ (1790), ივლისის კე (25)

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი.

ხელრთვა
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VIII, გვ.60-61.

შენიშვნა

1. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალის და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

2. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.