ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უნვ (1768), მაისის კე (25)
ერეკლე II
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, 1972 წ. გვ.560
1. იოსებ [თუმანიშვილი]: შვილი მდივან ედიშერ [თუმანიშვილის]; საბუთში მოიხსენიება იოსებ მდივნისშვილად.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1826 წ. 31 მარტი. სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
3. ამონარიდი განაჩენიდან: ,,დავთარში სამროვლოთ რომ სწერია, ამ ერთის კაცის სათხოვარი სამროვლოს უნდა მოაკლდეს და მდივნის ედიშერის ყმის სათხოვრის ანგარიშს უნდა დაემატოს“.
4. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
5. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.