ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უნვ (1768), თებერვლის კდ (24)
1. რეგისტრირებული რუსული ადმინისტრაციის მიერ 1823 წ. 27 ივლისს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.
2. ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორცაღმასრულებელი აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი. ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდა. იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. ბოქაულთუხუცესი როგორც საპოლიციო აპარატის, ისე სასამართლოს მოხელე იყო, ეშიკაღასბაშის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა და მას ექვემდებარებოდა. მეჯლისის დროს წესრიგს იცავდა, იღებდა სტუმრებს და უჩვენებდა შესაფერის ადგილს. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელო იყო. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო. ეშიკაღასბაშის სახელო არ არსებობდა.
3. ბოქაული - ხელჯოხიანი მოხელე, იგივე იასაული, მეფის მხლებელი, სასამართლო უწყების დაბალი ჩინის პოლიციელი. მოხელე რომელიც ასრულებს მეფის ბრძანებებს