ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ერთი ჩარექი წისქვილის ნასყიდობის წიგნი მელიქ-მამასახლის ავეტიქ ბებუთაშვილისა ტერ-ნიკოლოზ ისიასშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1777 წ. 15 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1070
მასალა

ქაღალდი მოთეთრო დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
580X210
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩე (1777), მკათათვის იე (ივლისის 15)

დამტკიცება

პაპა შერგილაანთი, ოსეფა მიკირტუმასშვილი

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. მელიქ-მამასახლისი - XVIII ს-ის დასაწყისში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობები შეერთდა და ეწოდა მელიქმამასახლისი, რომელსაც განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა და ექვემდებარებოდა მელიქს. მის ფუნქციაში შედიოდა სამეფოს საფინანსო საქმიანობის მოწესრიგება და ქონებრივი აღებ-მიცემობის შინაარსის საბუთების დამტკიცება, მაგ. ნასყიდობის წიგნების.

2. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო  გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.

3. ჩარექი - საწყაო, მეოთხედი