ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

სახლ-კარის ნასყიდობის წიგნი აღზამანთ მარტიროზას ჯალაბ ანასი მიკირტუმ მელქოასშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1753 წ. 20 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1068
მასალა

ქაღალდი თეთრი დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
522X240
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უმა (1753), კათათვის კ (ივლისის 20)

დამტკიცება

ქალაქის მელიქი საჰაკა, მამასახლისი პაპა, ნაზარა ფირყულაანთი, ტერ ოჰანა შამოვაანთი, პაპა ხეჩატურასშვილი.

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. მელიქი - ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთა მეთაური. საქართველოში სამოხელეო წყობილებაში XVI ს-ში შემოვიდა, რომელიც მემკვიდრეობითი იყო.

2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.