ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უნვ (1768), იანვრის იზ (17).
1. საბუთი გადაწერილია სარგის კაკაბაძის მიერ XX-ის დასაწყისში.
2. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს დედნის ზომა: 26¾x143/4 და ძველი საარქივო ნომერი N54.
3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.