ქაღალდი
მოყვითალო ფერის დალაქული ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ქორონიკონსა უოგ (1785), იანვრის თ (9).
დედოფალი დარეჯანი.
ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VII, თბილისი, 1981, გვ. 643.
ახლავს დედოფალ დარეჯანის ბეჭედი.
ლაშქარნივისი — სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში. თანამდებობა შემოიღო ერეკლე II-მ XVIII საუკუნის II ნახევარში.
ბერდიკი - ნასოფლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.