ქაღალდი
მონაცისფრო დალაქული ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპ (1792), ოქტომბრის კ (20).
დედოფალი დარეჯანი.
1. ახლავს დედოფლის ბეჭედი.
2. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
3. მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. XVII სუაკუნიდან ქალაქის მოურავმა საბოლოოდ ჩაანაცვლა ქალაქის ამირას სახელწოდება.