ქაღალდი
მომწვანო ფერის ქაღალდი ჭვირნიშნით, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უოზ (1789), დეკემბრის ით (19).
დედოფალი დარეჯანი.
1. ახლავს დედოფლის ბეჭედი.
2. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.