ქაღალდი
მოყვითალო ფერის ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღჭეულია სრული სახით.
ქორონიკონსა უოდ (1786), მკათათვის ი (10 ივლისი).
დედოფალი დარეჯანი.
1. ახლავს ბეჭედი.
2. ლაშქარნივისი — სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში. თანამდებობა შემოიღო ერეკლე II-მ XVIII საუკუნის II ნახევარში. ლაშქარნივისს ევალებოდა დაქირავებული ჯარისკაცების, მათი უფროსებისა დამორიგე ლაშქრის მეთაურების აღრიცხვა, მათი მომარაგება დაჯამაგირის გაცემა. ლაშქარნივისის სახელო ადგილების მიხედვით იყო გათვალისწინებული. ძეგლებში მოხსენიებულია „ქალაქისა დასომხით-საბარათაშვილოს ლაშქარნივისობა“, „საქართველოში მყოფ თათართა ლაშქარნივისობა“ დასხვა. სულ ქართლ-კახეთის სამეფოში 6 ლაშქარნივისი იყო.