ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება დარეჯან დედოფლისა უთრუთ ყორღანაშვილისადმი, ბატონიშვილის ვალების გადასახდელად ერევნის მახტიდან თანხის გამოტანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1785 წ. 13 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1387
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
267
მასალა

მოყვითალო ფერის დალაქული ქაღალდი.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
198X157
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოგ (1785), მაისის იგ (13).

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ბეჭედი დედოფლისა.

2. მახტა, სახელმწიფო კომლობრივი გადასახადი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. იხდიდნენ ფულით და ნატურით მოქალაქეები, ქალაქში მცხოვრები სახელმწ. გლეხები და საქართვ. მაჰმადიანი მოსახლეობა (ელი). მოქალაქეთა ქონებრივ შეძლებას და მ-ის რაოდენობას განსაზღვრავდნენ „მახტის გამწერი აღმორჩეული მოქალაქეები“. მ-ის გადახდისაგან თავისუფლდებოდნენ ქვრივ-ობლები, საეკლ. და საბატონო ყმები, ქალაქში მოსახლე თავადები და აზნაურები, მღვდლები, უცხო ქვეყნიდან გადმოსახლებულები (3 წლით).