ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
წერტილი რამდენიმე ადგილას.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონი უნე (1767), გიორგობისთვის ა (ნოემბრის 1).
1. მინაწერი V-ზე: ,,მცხეთისა", ,,Мцхета, кр455; Цар Ираклия".
2. ბაჟი - 1. გადასახადი მზა საქონლისა, რომელიც გასაყიდად გაჰქონდათ . 2. გადასახადი სახელმწიფოში შეტანილ და გატანილ საქონელზე 1639 წ. მეფე როსტომმა შემოიღო კანონი ბაჟის შესახებ - ვაჭრობის განვითარებისა და მოწესრიგების მიზნით თბილისში შემოსულ საქონელზე ბაჟის ნიხრი დაწესდა - ტვირთის ხარკი (საბა-სულხან ორბელიანი. ლექსიკონი. 1881 წ.)