ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოსეთის საქარავნო გზის შემოსავლის შეწირულების წიგნი თეიმურაზ II-ისა სვეტიცხოვლისადმი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1750 წ. 24 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/996
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
3
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
ზომები
203X157
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულჰ (1750), იანვრის კდ  (24), ქრისტეს აქეთ ჩღნ (1750)

დამტკიცება

თეიმურაზ II, ერეკლე II, დედოფალი ანახანუმი, ბატონიშვილი ვახტანგი

ხელრთვა
ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. საბუთის დასაწყისი ქანწილი და ხუთი სტრიქონი დაწერილია სინგურით.

2. სინგური — წითელი ფერის საღებავი, რომლითაც, ჩვეულებრივ, ძველ ხელნაწერებში სათაურები და საზედაო ასოები იწერებოდა. სინგური ფართოდ გამოიყენებოდა წიგნის მინიატურების შესრულებისას.

3. ბაჟი- 1. გადასახადი მზა საქონლისა, რომელიც გასაყიდად გაჰქონდათ   . 2. გადასახადი სახელმწიფოში შეტანილ და გატანილ საქონელზე  1639 წ. მეფე როსტომმა შემოიღო კანონი ბაჟის შესახებ - ვაჭრობის განვითარებისა და მოწესრიგების მიზნით თბილისში შემოსულ საქონელზე ბაჟის ნიხრი დაწესდა - ტვირთის ხარკი (საბა-სულხან ორბელიანი. ლექსიკონი. 1881 წ.)  

4. ვაჭარი - კერძო სავაჭროს პატრონი, რომელიც სხვის ნაწარმოებ საქონელს ყიდის მოგების მიღების მიზნით. ადრეულ საქართველოში ვაჭრობის ცენტრი თბილისი იყო;  ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ქართლში სულ 14 მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი არსებობდა. აქედან ორი ძირითადი პუნქტი იყო თბილისი და გორი. XVII-XVIII სს-ში თბილისში  200 სავაჭრო დუქანი იყო. თბილისელი ვაჭარი იხდიდა მახტას - 5 მინალთუნი თვეში. კარგად იყო განვითარებული  საგარეო ვაჭრობა; საქონელი გაჰქონდათ ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

5. მახტა/მახთი - გადასახადი მომთაბარე ან ქალაქის მოსახლეობაზე შეწერილი გამოსაღები პურით ან ფულით.