ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

პირობის წიგნი მამასახლის გოდერძისა მორდალ დავით დიასამიძისადმი, ობლად დარჩენილი ძმისწულის პატრონობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1757 წ. 22 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1135
მასალა

მონაცისფრო ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
139X104
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უმ 91757), აპრილის 22.

დამტკიცება

გელა საბაშვილი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. უზის ჯვარი.

2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა. 

3.  მორდარი/მურდარი/მორდალი(სპარს.) - სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.  XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. ერთადერთი მოხელეა ვისაც ბეჭედი ებარა. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაცჰგავს მუსტოფის სარგოს. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც.