ქაღალდი
ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი შავი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონსა ტნ (1662), მაისის კდ (24)
ვახტანგ V შაჰნავაზი
საბაჟო შემოსავალი განაწილდა სვეტიცხოველსა და მებაჟეებს შორის.
მინაწერები: 1. ,,მინაწერი მცხეთისა; 2. ქ. სიგელი გორის ბაჟისა მეფის შაჰნავაზისაგან"
ბაჟი- 1. გადასახადი მზა საქონლისა, რომელიც გასაყიდად გაჰქონდათ . 2. გადასახადი სახელმწიფოში შეტანილ და გატანილ საქონელზე 1639 წ. მეფე როსტომმა შემოიღო კანონი ბაჟის შესახებ - ვაჭრობის განვითარებისა და მოწესრიგების მიზნით თბილისში შემოსულ საქონელზე ბაჟის ნიხრი დაწესდა - ტვირთის ხარკი (საბა-სულხან ორბელიანი. ლექსიკონი. 1881 წ.)