ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი ულგ (1745), გიორგობისთვის ი (ნოემბრის 10)
1. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1825 წ. 22 იანვარს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
2. საბუთს ახლავს გვიანდელი მინაწერი: „ასლი წერილი მივიღე მღვდელი სოლომონ თუშმალოვი“.
3. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.
4. თუშმალი - სამეფო სამზარეულოს მოხელე, მზარეულების უფროსი. ,,სურსათის მიმცემი მოხელე“, ; ,,მოხელე, რომელიც აგემოვნებს საჭმელს და შემდეგ მიართმევს მეფეს“ . მზარეულთუხუცესი. იგი ამარაგებს სამზარეულოს პროდუქტებით და თვალყურს ადევნებს მათ წესის მიხედვით დახარჯვაზე, ოთხი თუშმალი ემსახურებოდა მეჯლისს. ისინი აკონტროლებდნენ სამზარეულოში მომუშავე მზარეულებს, წყლის მზიდავებს, მეშეშეებს, მეთეფშეებს და სხვა.