ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ნაფარეულში მდებარე მამულის წყალობის წიგნი გიორგი XII-ისა ეშიკაღასბაშ გარსევან ჭავჭავაძისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1799 წ. 20 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/981
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
6122
მასალა

მწვანე ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით. 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
334X167
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპზ (1799), ოკტომბრის კ (20).

დამტკიცება

გიორგი XII, წინამძღვარი ეფთვიმე მჭედლიშვილი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ორი ბეჭედი გიორგი XII-ისა და წინამძღვარ ეფთვიმე მჭედლიშვილის. 

2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

3. საბალახე - საძოვარი მინდვრის გადასახადი, ას სულ საქონელზე ერთი სული პირუტყვი.