ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპთ (1801), აპრილის ი (10)
სოლომონ ავალიშვილი, მოურავი იოანე ენდრონიკოვი/ენდრონიკაშვილი, თავადები: გიორგი ავალოვი/ავალიშვილი, ივანე ავალოვი/ავალიშვილი.
1. ახლავს სამი ბეჭედი.
2.მეითარი (სპარს.)- სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი მოხელე და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას, ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია.