ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელით.
სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ტჟვ (1708), მარტის კბ (22).
ნიკოლოზ ალავერდელი, სუფრაჯი პაპუნა გოსტაშაბისშვილი, სუფრაჯი ავთანდილ აბაშისშვილი, მანუჩარ ქავთარისშვილი.
1. ახლავს ოცდაშვიდი ბეჭედი, ერთი ხელრთვა და ჯვარი.
2. სუფრაჯი/სუფრაჩი (თურქ.) - სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო.
3. ფეშქაშნივისი (სპარს.) - სამეფო კარის მოხელე, აწარმოებდა მეფისთვის განკუთვნილი ძღვენისა და ნაჩუქარი ნივთების აღრიცხვას.