ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ყმა-მამულის შეწირულობის წიგნი თამაზ თურქისტანიშვილისა ტფილელ მიტროპოლიტ მიხაილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1777 წ. 24 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/971
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
62
მასალა

თეთრი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
759X253
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.  

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ჩღოზ, ქორონიკონსა უΩე (1777), დეკემბრის კდ (24).

დამტკიცება

მეფის ძე გიორგი, სარდალ-სახლთუხუცესი დავით ორბელიანი, ეშიკაღასბაში ზაალ საამისშვილი. 

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ცხრა ბეჭედი და ერთი ხელრთვა.

2. მინაწერი: ქ. თურქისტანისშვილებისგან მიცემული ყორღელიძის სიგელი. 

3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.