ქაღალდი
მოყვითალო დალაქული ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
მძიმე ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ჩღჟზ (1797), აპრილის კე (25).
კათალიკოს პატრიარქი ანტონ II, არქიმანდრიტი ბესარიონი, სახლთუხუცესი პატა,
1. ახლავს ბეჭედი და ორი ხელრთვა.
2. მინაწერი: „მე აზნაურის ბაქრაძე ხუტას მეუღლემან თინათინმა გიშვილეთ პატიოსანი მღვდელი იოსებ და ძმა შენი ნიკოლაოზ, მოგეცით ყოველივე მამული და ცხოვრება ჩვენი წილი …. “
3. „ქ. მე იოსებ ბაქრაძე ხელს ვაწერ ამ შვილობით მოცემულს წიგნს, რადგან კეთილშობილმა იოსებ ბაქრაძემ წერა არ იცოდა ამის თხოვნით ხელს ვაწერ თელავში მცხოვრები კეთილშობილი საყვარელიძე ივანე“.