ქაღალდი
მოყვითალო დალაქული ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; მძიმე ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, დაზიანებულ. რესტავრირებული.
ქორონიკონსა უკთ (1741), იანვრის დამდეგს (1).
კათალიკოსი დომენტი IV, სახლთუხუცესი გიორგი მაღალაძე, სარდალი გაბრიელ გედევანისძე, მოლარეთუხუცესი პაატა, ელიზბარ თაზიშვილი, პაატა თაზიშვილი, მგალობელი დათუნა.
1. ახლავს ხელრთვა კათალიკოს-პატრიარქ დომენტი IV-ის.
2. დომენტი IV (ერისკაცობაში დამიანე ლევანის ძე ბაგრატიონი; გ. 1741) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1705-1741 წლებში.
3. ბეითალმანი. უმემკვიდროდ ამოწყვეტილი კაცის დარჩენილი ქონება.
4. მეჯინიბეთხუცესი იყო მეფის კარის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის მოხელე შუა საუკუნეების ფეოდალურ საქართველოში, რომელიც ხელმძღვანელობდა სამეფო საჯინიბოს და მეჯინიბეთა დასს. მისი ძირითადი ფუნქციები მოიცავდა: სამეფო ცხენების მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობას; საბრძოლო, სადღესასწაულო და საპატიო ცხენების წვრთნასა და მომზადებას; მეფის საჯინიბო მეურნეობის გამართულ ფუნქციონირებას.
5. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 5 მარტს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.