ქაღალდი
ნაცრისფერი დალაქული ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ.
მარცხენა კიდეზე დამტკიცების ტექსტის ბოლო სტრიქონი და მარჯვენა ზედა კიდე მოხეულია, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპბ (1794), აპრილის კდ (24).
კათალიკოსი ანტონ II, სამთავნელი მთავარეპისკოპოსი პაისიოს გარსევანიშვილი.
1. ახლავს ბეჭედი და ხელრთვა კათალიკოს ანტონ II-ისა.
2. მიტროპოლიტი პაისიოს გარსევანიშვილი (XVIII ს. მეორე ნახევარი – XIX ს. დასაწყისი) იყო ქართლ-კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სასულიერო მოღვაწე. ის განაგებდა გორისა და სამთავისის ეპარქიას, დაახლოებული იყო სამეფო კართან და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საეკლესიო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
3. მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. XVII სუაკუნიდან ქალაქის მოურავმა საბოლოოდ ჩაანაცვლა ქალაქის ამირას სახელწოდება.