ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ხალვათხანის ეშიკაღასბაშობის წყალობის წიგნი გიორგი XII-ისა გიორგი პაატას ძე ციციშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1800 წ. 20 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1014
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
710X257
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპჰ (1800_ ივნისის ი (10)

დამტკიცება

გიორგი XII, დედოფალი მარიამი, ბატონიშვილები: დავითი, იოანე, ბაგრატი, თეიმურაზი.

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

 

1. მეფემ გიორგი ციცისშვილს დაუნიშნა წლიური ჯამაგირი 15 თუმანი.

2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

3. ხალვათხანის ეშიკაღასბაში - თიხის ჭურჭლის ქარხნის ზედამხედველი, გადასახადების ამკრეფი (ხალვათხანა - ხელოსნების უბანი, სადაც ძირითადად თიხის ჭურჭელს ამზადებდნენ, ქარხანა)