ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ნაზირ ედიშერის, დიმიტრი პაპუნას ძე ციციშვილის მიერ სამეფო გადასახადის მითვისების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა სახლთუხუცეს დავითისადმი, ნაზირის წილი გადასახადების დიმიტრი ციციშვილისგან აღების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1767 წ. 19 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3058
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
169, 321
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
193X124; რესტავრაციის შემდეგ: 217X153;
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნე (1767),  თებერვლის  ით (19)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 30 ივლისს.

2. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

3. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს.სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის  განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.

4. პირი, ფ.1450, 24/96.