ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბეითალმანი სახლის წყალობის წიგნი გიორგი XII-ისა დედოფლის სუფრაჯ-ფარეშთუხუცეს ანდუყაფარ ბანცურიშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1800 წ. 10 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/1009
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
753X257
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწქეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპჰ (1800), ივლისის ი (10)

დამტკიცება

გიორგი XII, დედოფალი მარიამი, ბატონიშვილები: დავითი, იოანე, ბაგრატი, თეიმურაზი

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. სუფრაჯი/სუფრაჩი (თურქ.) - სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო.

2. ფარეშთუხუცესი - მეფის სასახლის შინამოსამსახურეთა უფროსი. მეფეს ორი ფარეშთუხუცესი ჰყოლია, ისინი სუფრაჯს წვეულების დროს სუფრის გაწყობაში ეხმარებოდნენ, ხელმძღვანელობდნენ ფარეშებს და სასახლის სხვა მოსამსახურეებს. დედოფალს ერთი ფარეშუხუცესი ჰყავდა. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მონაწილეობდა სამეფოს მართვაში და საიდუმლო თათბირებში.