ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი კათალიკოს ანტონ II-ისა კალაურის მოურავ ომანისადმი, კალაურელების მოთხოვნით სოფლის მღვდლად იმერელი ღოღობერიძის დანიშვნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ. 8 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/783
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
V
მასალა

ქაღალდი  ნაცრისფერი მოყავისფერო ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
66X131
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა ჩღჟ (1790), ოქტომბრის ჰ (8)

დამტკიცება

კათალიკოსი ანტონ II

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

ოქმში განხილულია მღვდლის შემოსავლის განწესება. ჩამონათვალში მოხსენიებულია - ,,აბრაამის ტაბლა" , ,,წელიწადში მისცემდეთ კომლზე ერთ კოდს პურსა, ორ ჩაფს ტკბილსა … კიდევ მიცვალებულზედ წლისთავს აბრამის ტაბლას რომ უძახიან…".

აბრაამის ტაბლა/აბრამის ტაბლა - სტუმართმოყვარეობა, გულუხვობა. უხვი, ყოველგვარი სანოვაგით პირამდე  სავსე სუფრა;  ასევე უწოდებენ გარდაცვლილის წლისთავზე სულის მოსახსენებლად გამართულ ტაბლას რომელიც სავსეა ყველა სახის საჭმელ-სასმელით. იგივე ქელეხი

მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.