ქაღალდი
დალაქული ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით< რესტავრირებული.
ქორონიკონსა უჱზ (1779), აპრილის კვ (26).
სახლთუხუცესი გიორგი უთნელიშვილი, ბოქაულთუხუცესი ფირან ლაფაჩი, ბერი შეზიაშილი, ბერუა სვიმონაშვილი, ივანე შოშიტაშვილი, შერმაზან გუდაძე.
1. ახლავს ორი ხელრთვა.
2. სახლთუხუცესი — მეფისა და მსხვილი ფეოდალების დიდი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში, ასრულებდა სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
3. ბოქაულთუხუცესი --(მონღ. ბუქავულ – მნე). ბ-ს ევალებოდა სამეფო ხელისუფლების სხვადასხვა ხასიათის ბრძანებისა და განკარგულების შესრულება, განაჩენის აღსრულება, წესრიგის დაცვა და სხვ.;
4. მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. XVII სუაკუნიდან ქალაქის მოურავმა საბოლოოდ ჩაანაცვლა ქალაქის ამირას სახელწოდება.
5. მინაწერი:„ქ. მე მახატელს სოლომონს მამიჩმის მიცემულის სიგლის ყაბული მაქს. ეს ჩემი ხელია“.
6. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 29 ივლისს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.