ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, ზედა მარცხენა ნაპირი მოხეული აქვს, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უთ (1721), მკათათვის ორსა (ივლისის 2).
მოურავი ზაზა წითლისშვილი, იესე იოთანაშვილი, მამასახლისი ბახუტა, პაპა დემურაშვილი, თამაზა ჯობნიაშვილი, თამაზა დედანასშვილი.
1. უზის სამი ჯვარი.
2. მინაწერი: ქ. ზაალის ნასყიდობის წიგნი.
3. მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. XVII სუაკუნიდან ქალაქის მოურავმა საბოლოოდ ჩაანაცვლა ქალაქის ამირას სახელწოდება.
4. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში.