ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ციხის მელიქისა და ქეთხუდებისა, ვეზირ ყიასა ყაიბულაშვილსა და სუფრაჯ ბარხუდარა იმამყულისშვილს შორის აბანოსთვის მისაწოდებელი წყლის განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1727 წ. 29 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/766
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
160X96
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უიე (1727), მარიამობისთვის კთ (აგვისტოს 29)

დამტკიცება

აჯი, ნაზირა, უსუფა, სადუხა, სუფანვერდი, ასკარა, მირჯაფარა.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. სუფრაჯი/სუფრაჩი (თურქ.) - სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო.

2. ვაზირი/ვეზირი (არაბ. სპარს.) - ეს ტერმინი არაბებისგან შემოვიდა XII ს-ის  საქართველოში და მას  ხელისუფალთა შორის პირველი ადგილი ეჭირა. ,,ვაზირი" ქართულად მინისტრთა საზოგადო სახელად იქცა და არაბთა სახალიფოსგან განსხვავებით, სადაც ხალიფას მხოლოდ ერთი ვაზირი ჰყავდა, საქართველოში რამდენიმე ვაზირი ყოფილა. თამარ მეფის დროს ოთხი ვაზირი ყოფილა: მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი. მას შემდეგ კი როცა თამარ მეფემ ათაბაგობა შემოიღო, ვაზირების რაოდენობა  ხუთი გახდა. ხოლო რუსუდანის მეფობის (1223-1245 წწ.) დროს მათი რაოდენობა ექვსი ყოფილა. უპირველესი ვაზირი მწიგნობართუხუცესი იყო, რომელსაც ემორჩილებოდნენ დანარჩენი ვაზირები. შემდეგ იყვნენ ,,სამნი ვაზირნი" - ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. მათ მოჰყვებოდნენ ოდნავ მცირედი რანგით ,,ვაზირნი ორნი" - მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. ,,ვაზირობა“ საქმის გარჩევას ნიშნავს