ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა სვეტიცხოვლის მოხელეებისადმი, მცხეთის გუჯრების მიხედვით თბილისის გალავნის, ლეღვისხევის და კრწანისის ბაღების შემოსავლიდან აღებული ღალის და კულუხის თბილისის თაბორის ეკლესიისთვის ბოძების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1766 წ. 6 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
ექსცერპტი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1451, 1/271, 24v
მასალა

ქაღალდი მწვანე, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ტექსტის ბოლოს

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნდ (1766), სექტემბრის 6

ბეჭედი
შენიშვნა

1. კულუხი - ღვინის ფეოდალური გადასახადი, ღვინის ბეგარა.

2. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის  გადასახადი მიწის სარგებლობისთვის მიწათმფლობელისათვის.

3. გუჯარი (არაბ.) - მეფის,დიდი მოხელის ან სასულიერო უმაღლესი პირის მიერ გაცემული საბუთი, რომელშიც განსაზღვრული იყო ეკლესიის მეურნეობითვის სავალდებულო წესები. XII ს-ში საბუთის ერთ-ერთი სახეობის აღმნიშვნელი ტერმინი; შემდეგში იგივეა რაც სიგელი. 

4. ფ.1451, 1/271 გვ.24v, მცხეთის სვეტიცხოვლის მონასტერი.

5.  ფ. 1451, წიგნი 5/15, გვ.6;  თბილისის ეკლესიები; გატარებული 1818 წ. სინოდის კანტორის სარეგისტრაციო წიგნში.