ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი კათალიკოს დომენტი IV-ისა, ფირან და გიორგი მაღალაშვილების მეტეხის მოურავობაზე დავის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1724 წ. 1 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/864
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
390X165
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უიბ (1724), მარტსა ა (1).

დამტკიცება

კათალიკოსი დომენტი IV, სახლთუხუცესი ამილბარ მაღალაძე, დეკანოზი დანიელი, ერასტი მაღალაძე, საამ მაღალაძე, პეტრე კანდელაკი, ქაიხოსრო ჭარმეული, სარდალი გაბრიელ გედავანისშვილი, გედავან გედავანისშვილი, ზურაბ გედავანისშვილი, პაატა თაზიშვილი. 

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. განაჩენით მეტეხის მოურავობა გიორგის დარჩა.

2. ახლავს კათალიკოს დომენტის ხელრთვა.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლსა და კახეთში 38-38  მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.